ჩვენ შესახებ

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა 2001 წელს დაფუძნდა შიდა ქართლის უნივერსიტეტის ბაზაზე და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ საგანმანათლებლო ცენტს წარმოადგენს შიდა ქართლში.

სკოლის წარმატების დადასტურებას ეროვნულ გამოცდებზე კურსდამთავრებულთა შედეგები წარმოადგენს.

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა ერთადერთია რეგიონში, სადაც ორივე უცხო ენის სწავლება გაღრმავებულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს კი ხელს უწყობს მომავალი თაობის კონკურენტუნარიანობის ზრდას, როგორც შემდგომი განათლების მიღების გზაზე, ისე შრომის ბაზრზე დასაქმებისთვის.

2011 და 2016 წლები სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, – ეს ნიშნავს, რომ მან დადებითი გარე შეფასებაც მოიპოვა.

2022-23 სასწავლო წელს რეორგანიზაციის (შერწყმის) საფუძველზე, ამერიკის უნივერსიტეტის სკოლამ მიიერთა გორში მოქმედი, ასევე დიდი ტრადიციების მქონე სკოლა – წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი.  შერწყმის ფაქტი დადებითად აისახა სკოლის, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსის გაუმჯობესებაზე, რაც კიდევ უფრო დიდი გარანტიაა 21-ე საუკუნის განათლებული თაობის აღზრდისათვის.