თვითმმართველობა

სკოლის  მოსწავლეთა თვითმმართველობა

  1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“, და სკოლის დებულების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
  2. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ;
  3. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასებისა მიხედვით მოსწავლეთა   თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.
  4. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თითოეულ საფეხურზე თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

მოსწავლეთა   ფუნქციები

მოსწავლეთა  თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის, მისიის და დებულების შესახებ;

ბ)  უფლებამოსილია დამფუძნებელთა კრებას წარუდგინოს წინადადებები სასკოლო კლუბების შექმნასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;

გ)  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;