მისია

სკოლის მისია

ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მისიაა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებით მოზარდის კულტურული, სოციალური და პიროვნული ზრდისათვის ჰარმონიული და ეფექტური გარემოს შექმნა, მოსწავლის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება, სამოქალაქო და სამართლებრივი აღზრდა, ლიბერალური და დემოკრატიული ტრადიციების ჩამოყალიბება, გარემომცველი სამყაროს, ქვეყნის,  ოჯახის სიყვარულისა და ერთგულების გრძნობის გაღვივება და ჩამოყალიბება, პრულინგვური და ტექნოლოგიებზე დამყარებული განათლებით უზრუნველყოფა, ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისათვის;

  • ამ მიზნის მისაღწევად ამერიკის უნივერსიტეტის სკოლის მთავარი ამოცანაა: (სკოლის ხედვა)
  • შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო და რესურსები.
  • უცხო ენების გაღრმავებული სწავლებით ხელი შეუწყოს მოსწავლეთა ინტეგრაციას უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში.
  • შექმნას ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო, პოზიტიური, თანამშრომლობითი სასწავლო-სააღმზრდელო გარემო;
  • ხელი შეუწყოს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას;
  • განავითაროს სასწავლო რესურსები;
  • ხელი შეუწყოს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში;
  • მუდმივად იზრუნოს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე.
  • ციფრულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, სწავლა-სწავლების ინტერაქტიური მიდგომების გამოყენებით, უზნრუნველყოს კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;

სკოლაში სწავლა-სწავლების მთლიანი პროცესი ემასახურება ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას, როგორიცაა: თანასწორობა;  სამართლიანობა; ბედნიერება; განვითარებისკენ სწრაფვა; თანამშრომლობა; პატიოსნება; თანაგრძნობა და სხვ.