სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა
- მოსწავლეთა თვითმმართველობა არის საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“, და სკოლის დებულების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
- თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ;
- მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასებისა მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.
- მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თითოეულ საფეხურზე თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
მოსწავლეთა ფუნქციები
მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის, მისიის და დებულების შესახებ;
ბ) უფლებამოსილია დამფუძნებელთა კრებას წარუდგინოს წინადადებები სასკოლო კლუბების შექმნასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;